ID: 406070816  vipsecre@gmail.com
  Home About Us Team Service Price Success History Offer News Contact HUB Safety Appriser
  ვიაიპი სეკრეტარის გუნდი - თქვენი მნიშვნელოვანი თანაშემწეა!
ჩვენი მიზანია - საგადასახადო მოთხოვნებზე ორიენტირებული ხარისხიანი მომსახურება!
 

სრულიად განსხვავებული ფინანსური ჯგუფი - ჩვენ მილენიალები ვართ!

     
  მე, მარი შიშმანაშვილი, ვარ მათემატიკოს-პროგრამისტი და ფინანსისტი,  ვიმუშავე სხვა და სხვა ადგილას, საქართველოს სხვა და სხვა ქალაქებში, ყოველი ჩემი სამსახური დღემდე ძალიან მიყვარს, თუმცა მუდმივად ვეძებდი ისეთს, სადაც ერთი სამუშაო დღე მექნებოდა თავისუფალი, ვიმუშავებდი მხოლოდ ოთხ საათამდე, მექნებოდა მაღალი ანაზღაურება, საახალწლოდ ოჯახთან და თანამშრომლებთან ერთად დამასვენებდა ზამთრის კურორტზე მაღალი დონის სასტუმროში, მექნებოდა ანაზღაურებადი, წელიწადში 24 დღიანი შვებულება, მექნებოდა დაზღვევა, ხელშეწყობა სწავლაში და პროფესიული წინსვლა, ვიქნებოდი ბოლომდე რეალიზებული, სამუშაოს ადვილად შევათავსებდი ჩემს ოჯახთან და პირად ინტერესებთან... მაგრამ ასეთი სამსახური ვერ ვიშოვე...  და... მე თვითონ შევქმენი... 2012 წლის 1 ივნისს დაარსდა ჩვენი ვიაიპი სეკრეტარი! ის ზუსტად ასეთია! დღეს უკვე 200-ზე მეტი მუდმივი კლიენტი გვყავს.. მაქსიმალურად ვცდილობთ მათი კმაყოფილების შენარჩუნებას.. გვქონდა უკვე რამდენი კამერალური შემოწმება და არცერთი ჩვენი შეცდომა არ დაფიქსირებულა.. მართლა ვამაყობთ ამით..

მოკლე ინფორმაცია თანამშრომლების შესახებ?

ჩემი თანამშრომლები ჩემი ყოფილი მოსწავლეები არიან, მე მათ ფინანსურ ექსელს და ლოჯისტიკას ვასწავლიდი, როცა ვიაიპი სეკრეტარი დავაარსე, ზუსტად ისინი გახდნენ ჩემი პირველი თანაშემწეები, რამდენადაც ჩვენი სეგმენტი არიან უცხოელები - გვიწევს საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობა, ამიტომ ინგლისური, გერმანული,  რუსული, საბაზო დონით სპარსული , ასევე ACCA - ის პირველი დონე აუცილებლად და სწავლის გაგრძელება ...  ეს აუცილებელი უნარები ჩემიანად ყველა მათგანს განვითარებისა და პროფესიონალიზმის ამაღლებისკენ უბიძგებს; ვიაიპის სულ სულ პირველი თანამშრომელი - დავით ლომსაძე - დღეს უკვე ჩვენი პარტნიორია და მან საკუთარი საბუღალტრო კომპანია ტერა დააფუძნა და წარმატებით უძღვება;
 

 
     
  კა გიგოიძე გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტია, შეისწავლა ბუღალტერია და საგადასახადო საქმე; ის ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი ფიგურაა, უკვე 9 წელია ვიაიპშია და საკუთარ თავზე მუშაობით და დროის სწორი  მენეჯმენტით ახერხებს იყოს წამყვანი სპეციალისტი, უკვე ინგლისურის მცოდნეც, ეხლა სწავლობს რუსულს, და თან არის კარგი მეგობარი, კარგი შვილი, კარგი და, კარგი მეუღლე და რაც ყველაზე მთავარია - ყურადღებიანი და მზრუნველი დედა 4 თვის უმშვენიერესი ანასტასიასი და 10 წლის უნიჭიერესი ნიკოლოზისთვის!
     
  თაკო გობეჯიშვილი აუდიტის სპეციალისტი, ვიაიპელია უკვე 8 წელია, ინგლისური ენის, საბუღალტრო აღრიცხვის და საგადასახადო საქმის კარგი მცოდნე, - ACCA წარჩინებული სტუდენტი; ასევე მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი!

უძღვება სრულიად სხვა და სხვა სპეციფიკის საქმეებს: სარესტორნო, დისტრიბუციის, იმპორტ-ექსპორტის, ტურისტული, საგანმანათლებლო, სამშენებლო ხაზით; ახლა იგი მაგისტრანტია, სწავლობს მენეჯმენტს, საერთაშორისო ფინანსურ აღრიცხვას და ემზადება ლონდონის ბიზნეს სკოლისთვის! თაკოთი აღფრთოვანებული ვარ - ამიტომაც ის ჩემი შვილიშვილის ნათლიაა!
     
  თეონა ივანოვი - ვიაიპელია უკვე 8 წელია, საბანკო საფინანსო საქმის სპეციალისტი,  და ინგლისური ენის კარგი მცოდნე, ACCA- ის უკვე მესამე  დონის წარჩინებული სტუდენტი, სწავლობს საერთაშორისო ფინანსურ აღრიცხავს და MBA - ს, ემზადება ევროპული ბიზნეს სკოლისთვის! თეონას დიდი კვალიფიკაციაა აქვს  სამშენებლო საქმეში, როგორც მენეჯმენტის ისე საბუღალტრო აღრიცხვის ხაზით, მისი ნამუშევარი რამოდენიმეჯერ გადამოწმდა საგადასახადო აუდიტის მიერ და აბსოლუტური აღიარებით დამთავრდა! ამ ყველაფერთან ერთად ის კარგი  მეუღლე და ყურადღებიანი და მზრუნველი დედაა 10 წლის უსაყვარლესი სესილისთვის!
     
  ხატია შიშმანაშვილი - მენეჯერი, SBA-ს ბიზნესმენეჯმენტის კურსდამთავრებული, HR მენეჯმენტის სერტიფიკატის მფლობელი, მას აბარია ვიაიპის ადამიანური რესურსების მართვა, ეს მომსახურება გაგვაქვს აუტსორსზეც, ასევე  ვიაიპის ინვოისები, ხელშეკრულები, დოკუმენტაცია სრულად, პიარი, საზოგადოებასთან ურთიერთობა, რეკლამა და მარკეტინგი; ამჟამად ხვეწავს ინგლისურ ენას ,  და  ემზადება მართვის მოწმობის გამოცდისთვის; ყავს მეუღლე და 4 წლის გოგონა და  წარმატებით ახერხებს ერთმანეთს შეუთავსოს მეუღლის,   დედის,  და  მენეჯერის  ზრუნვა-ფუნქციები!
     
  ლევან ლაბაძე - ოთხი  წელია რაც ვიაიპელია, ლევანი იურისტია, ის თავდაცვის სამინისტროდან მოვიდა - ქართული არმიის დაზვერვის ოფიცერია! შეისწავლა სამეწარმეო სამართალი, საერთაშორისო საბუღალტრო აღრიცხვა და ჩაერთო ჩვენს ფერხულში, დღეს უკვე რამოდენიმე სხვა და სხვა საქმიანობის კომპანიას უძღვება და პასუხიმგებლური და ერთგული მომსახურებით, თავისი კლიენტები ძალიან კმაყოფილი ყავს; ის შპს-ეებთან ერთად ააიპ-იების სპეციალისტიცაა, ეხლა ხვეწავს  ინგლისურ ენას;

ლევანიმ წარმატებით გაიარა სასერტიფიკაციო გამოცდა და ეხლა უძრავი ქონების დამოუკიდებელი ექსპერტ-შემფასებელია!

ამავე დროს თავისი პატარა ოჯახის მზრუნველი მამა, მას მეუღლე და 4 წლის ნიკოლი ყავს!

 
     
  რა მიღწევები გაქვთ?
ჩვენი მიღწევაა - უკვე 200  მუდმივი კლიენტი და მათი კმაყოფილება; ვიაპის პირველი თანაშემწის-საკუთარი კომპანიის დაარსება; 6 საათიანი სამუშაო დღე, 4 დღიანი სამუშაო კვირა; ასეთი დატვირთვის პირობებში 2000 ლარი ხელფასი (ნეტი); თანამშრომლების პროფესიული ზრდა, ასევე მათი ოჯახების მატერიალური წინსვლა, ჩვენი მღწევაა შრომის კანონმდებლობის სრული დაცვა! ჩვენი მიღწევაა ლოზუნგი: მართალი ყოველთვის მართალია! - და არა კლიენტი ყოველთვის მართალია, ჩვენი მიღწევაა გუნდური მუშაობა, შეცდომების სწრაფი აღიარება და სამართლიანი გასწორება, ჩვენი მიღწევაა-არასტრესული სამუშაო გარემო!

 
     
  ვინ არიან თქვენი კონკურენტები?
 
ჩვენი კონკურენტები არიან უპატიოსნო ბუღალტრები, რომლებიც საბუღალტრო აღრიცხვის გარეშე აგზავნიან დეკლარაციებს, და ხშირად ნულოვანს, ისინი ვინც სამუშაო ცნობას იძლევიან საშემოსავლო გადასახადისა და დეკლარირების გარეშე, ისინი ვინც თვალს ხუჭავენ სალაროდან გატანილ თანხებზე, გაუფორმებელ თანამშრომლებზე, ვინც უსიტყვოდ ემონებიან კომპანიის დირექტორებს - ისინი თავის მომსახურებას ბევრად იაფად ყიდიან, და შესაბამისად ჩვენს კონკურენტებს წარმოადგენენ.. როცა ჩვენ ხელშეკრულების დადებისთანავე ვეუბნებით კლიენტი კომპანიის დირექტორე: - შენ არა ხარ ჩემი დირექტორი, ჩემი დირექტორი - კანონია! მე უფლებას არ მოგცემ დაარღვიო კანონი! აიღებ გაუთვალისწინებლად თანხას - მე დაგიბეგრავ და დაგიდეკლარირებ! -ცოტა გაოცებულები არიან.. მაგრამ თავს დაცულად გრძნობენ და გვირჩევენ..
     
  რითი ხართ გამორჩეულები?  განსაკუთრებულები ვართ ორი კუთხით: 

1.ახალდაარსებულ საწარმოებს პირველი  თვე უფასოდ ვემსახურებით და მერე ძალიან მცირე ფასად, რომ ბუღალტერიის შენახვა დიდ ტვირთად არ ექცეთ;
2. სამუშაო დღე ჩვენთან 6 საათიანია, 10-იდან 4-მდე 35 წუთიანი შესვენებით, ამავე დროს ხუთშაბათი არაა საოფისე დღე, ეს დღე ყველა თანამშრომელმა სწავლისთვის და საკუთარი პირადი განვითარება-დასვენებისთვის უნდა გამოიყენოს; სამუშაოს აკეთებს გუნდი წინასწარ შემუშავებული პრინციპით, ამით მათ ადვილად შეუძლიათ ერთმანეთის შეცვლა და ერთმანეთის საქმისა და პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება;

ასეთი მიდგომით კლიენტიც კმაყოფილია და თანამშრომელიც, მათ ოჯახისა და შვილებისთვსაც რჩებათ დრო და განვითარებისთვისაც;

ფინანსურადაც მისაღებია, რადგან დატვირთვის პირობებში საშუალო ხელფასი 2500  ლარია (ნეტი).., ჯანმრთელობის დაზღვევის სტანდარტული პაკეტი, წელიწადში 24 დღე-კანონით განსაზღვრული შვებულება, პრემიით 100 ლარი, ასევე 100 ლარიანი პრემიაა საშობაოდ, ხოლო 3, 8 მარტს და სააღდგომოდ საჩუქრები 50 ლარის ფარგლებში, ხოლო საახალწლოდ ორდღიანი დასვენება ოჯახთან ერთად მთელ გუნდს, გუდაურში მაღალრეიტინგულ სასტუმროში (შარშანწინ ალპინა, შარშან მარკო პოლო და ამ წელს - ბაკურიანში კრისტალი...)

 

 

     
  რა სერვისები/ მომსახურებები/პროდუქტები გაქვთ ამ ეტაპზე და რის დამატებას გეგმავთ?

 
ჩვენი მომსახურება ელექტრონული და დისტანციურია, მომსახურებას ვაწარმოებთ როგორც ქართულ ენაზე ასევე ინგლისურ და რუსულ ენაზე, ესაა: მენეჯმენტი,  საბუღალტრო აღრიცხვა, საგადასახადო საქმე, სამეწარმეო სამართალი, რეესტრის საქმეები და იმპორტ-ექსპორტის დოკუმენტალური მხარდაჭერა; IFRS -ის ოფიცრის მომსახურება, უძრავი ქონების შეფასება, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომსახურება, საგადასახადო დავების წარმართვა, ახლო მომავალში დავამატებთ ბიზნესის დამოუკიდებელი ექსპერტ-შემფასებლის მომსახურებას;

 
     
  1.       რამდენი მომხმარებელი გყავთ საშუალოდ?

 

100 - მუდმივი, 300-ზე მეტი მოძრავი (სეზონური და დახურული კომპანიების)
     
  რომ ვისაუბროთ ინვესტიციის მასშტაბებზე?  ჯერ ჯერობით ინვესტიციას ჩვენს განათლებაში ვხედავთ - უკვე  მივიღეთ  IFRS -ის ოფიცრის სტატუსი და წინ MBA!
     
  აპირებთ თუ არა მასშტაბების გაზრდასა და სხვა ქვეყნებე გასვლას? კი, აუცილებლად, ჩვენ უკვე რამოდენიმე ქვეყნის ბიზნესმენს ვემსახურებით: ლიტუანია, ჰოლანდია, გერმანია, თურქეთი , ესპანეთი, ირანი, ერაყი,  საუდის არაბეთი, აზერბაიჯანი, ეხლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს პოლონელ ბიზნესმენთან..
     
  რა სამომავლო გეგმები გაქვთ ? (დეტალურად) პირველი და უმთავრესი მიზანია - ჩვენი კლიენტების კმაყოფილების შენარჩუნება და გაძლიერება!!!

 უკვე  მიღწეულია მთავარი მეორე  მიზანი-  ყველა ვიაიპელმა მივიღეთ  IFRS -ის ოფიცრის სტატუსი და ჩვენს კლიენტებს 2019 წლის ოქტომბრისთვის უკვე IFRS -ს მომსახურებაც ვთავაზობთ;
ასევე მიღწეულია მთავარი მესამე  მიზანი - საკუთარი ოფისია: არქი ისანში ვიყიდე ბიზნეს კლასის აპარტამენტში ფართი და შემდეგი ნაბიჯი უკვე Vip Secretary -ის საკუთარი ოფისი აქვს - უკეთესი დასასვენებელი და სამუშაო გარემო, ბავშვების კუთხე...

მიღწეულია მეოთხე მიზანიც - გვაქვს ბიზნესსამართლის სპეციალისტის სერტიფიკატი და ჩვენს კლიენტებს უკვე საგადასახადო დავების წარმართვაშიც დავეხმარებით;

მიღწეულია მეხუთე მიზანიც - გვყავს  შრომის უსაფრთხოების  სერთიფიცირებული სპეციალისტი და ეს მომსახურებაც გაგვაქვს აუტსორსზე;

მიღწეულია მეექვსე  მიზანიც - გვყავს  HR მენეჯერის სერთიფიცირებული სპეციალისტი და ეს მომსახურებაც გაგვაქვს აუტსორსზე;

     
  თუ ვინმე გადაწყვეტს ითანამშრომლოს ასეთი  ახალი ტიპის ფინანსურ ჯგუფთან, დაგვიკავშირდით: 599163393 www.vipsecretary.ge